10:23 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 16:00:32, 1210 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, გრიპთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის საპირისპირო განცხადებას აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის საპირისპირო განცხადებას აკეთებს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ ჯგუფებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალებაა გრიპის პროფილაქტიკისთვის.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არცერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალება გრიპის პროფილაქტიკისა. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ ჯგუფებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის გაკეთება საჭირო არ არის.

„ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია. ვაქცინა, ეს არ არის პანაცეა, ამიტომ არ ვთვლი, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინა არის საჭირო, გრიპის ვირუსი არის ყველა ქვეყნაში ყოველ წელს და როგორმე გადავიტანთ ამას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics