|
2019-12-26 13:59:59, 1130 ნახვა
საზოგადოება
დავით ოქიტაშვილი - არ შეიძლება კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან იყოს გაერთიანებული
„არ შეიძლება კულტურის სამინისტრო გაერთიანებული იყოს ისეთ სამინისტროსთან, როგორიც არის განათლების სამინისტრო“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანებით, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. „ჩემი ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ მე ვემსახურები ქართულ კულტურას, მე ვარ სახელმწიფო სტრუქტურა, საქართველოს კულტურის პალატა და ჩემგან ეს იქნებოდა უხერხული. იმიტომ რომ მე გამოვდიოდი მხარე. მე უკვე პირველივე დღიდან, როდესაც ეს გაერთიანება მოხდა წინააღმდეგი ვიყავი. არ შეიძლება კულტურის სამინისტრო გაერთიანებული იყოს ისეთ სამინისტროსთან, როგორიც არის განათლების სამინისტრო. მათთან შეერთებით, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. მთელი მსოფლიო თუ ჩვენ გვიცნობს, გვიცნობს კულტურიდან. არავის საწყენად მე არ ვლაპარაკობ. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელმაც გამოიწვია დეგრადაცია ძალიან ბევრ დარგში და ძალიან ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც 13 სამინისტროს ნაცვლად დღეს 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი არსებობს. აღმიშნული სტრუქტურული ცვლილებების დროს განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის უწყებები შეუერთდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)