10:20 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 13:16:18, 1053 ნახვა

საზოგადოება
27-29 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 27-29 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალი 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. მთავარი სცენა ყოველდღიურად დატვირთული იქნება ლიტერატურული ღონისძიებებით. 3 დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს უმარავი სიახლე და სიურპრიზი ელოდება. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს და ფესტივალის სტუმრებს ახალ წიგნებს გააცნობს.

თიბისი პატარა მკითხველებს საბავშვო კუთხით, საახალწლო-გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით დახვდება:

·       შაბათ-კვირა, 13:00 -14:00, საბავშვო სივრცე - ილუსტრატორ გიო ჯინჭარაძის წიგნის - „წიქარას" კითხვა და ილუსტრაციის შექმნის ვორქშოპი ბავშვებისთვის.

·       შაბათ-კვირა, 17:00 -18:00, საბავშვო სივრცე - კალიგრაფ დავით მაისურაძის ვორქშოპი ბავშვებისთვის.

კვირას, დახურვის ღონისძიებაზე ელექტრონული წიგნების სახლის - „საბა" დირექტორი - ირინა ჯავახაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე პროექტ „საბკულტურის" შესახებ ისაუბრებენ. 

წიგნის საახალწლო ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.

ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics