05:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 18:56:02, 1608 ნახვა

რეგიონი
აჭარის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს - რეგიონში 2000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 43%-ით გაიზარდა აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

,,ჩვენი რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საინვესტიციო პოლიტიკა და ეკონომიკური საკითხები, რომლის ოპერატიულად მოგვარების შედეგად რეგიონში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. წლის დასაწყისში, ვამბობდით რომ ახალი საინვესტიციო პორტფელი იქნებოდა  3 მილიარდი ლარი, დღეის მდგომარეობით ამ ნიშნულმა 4 მილიარდ ლარს მიაღწია. წელს აჭარაში დამატებით 2000 ახალი სამუშაო შეიქმნა.

გარდა საინვესტიციო პროექტებისა, რომელიც რეგიონში ხორციელდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო აღიარება.

მინდა შევეხო ბოლო პერიოდში მიღებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღიარებას. გამომცემლობა Forbes-მა ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების ხუთეულში შეიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ამბიცია იმისა, რომ ბათუმი გამხდარიყო ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთ-ერთი კონკურენტი ქალაქი, გადაიქცა რეალობად, ვინაიდან 2019 წელს ჩვენ ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი და მზარდი ტურისტული მიმართულება, გვქონდა ტურიზმის ოსკარი. მომავალი წელი კი იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელიწადი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics