|
2019-12-24 18:44:36, 1979 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო“ დიალოგის წარმატებული ინსტრუმენტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის ხელმძღვანელობით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს" მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ასევე დაესწრო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე. შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაციები ფინანსური განათლების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე ,,მედიაციის შესახებ" საქართველოს კანონის თაობაზე და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭოს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით. ასევე, გაიმართა დისკუსია თემაზე ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები", რომლის დროსაც შეხვედრის მონაწილეებმა, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ გაამახვილეს ყურადღება. „ბიზნესთან სრულფასოვანი დიალოგი ჩვენი მთავრობის ერთერთი მთავარი მონაპოვარია. საბჭოს სხდომებზე ჩვენ ვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ბიზნესისგან წამოსულ ინიციატივებს, რომლებმაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ დღეს 2019 წელს ბოლო შეხვედრა ჩავატარეთ და შევაჯამეთ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში იქნა დაყენებული. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ დიალოგის ის ინსტრუმენტი, როგორიცაა საბჭო, წარმატებულია და მისი მეშვეობით ბიზნესის არაერთი წინადადება იქნა განხილული და დადებითად გადაწყვეტილი," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს", როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმის ფუნქციონირება, უზრუნველყოფს რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოებას, რაც ეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს ეფექტიანი პოლიტიკა კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამასთან, რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს კერძო სექტორსა (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას. „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო" „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის" თანახმად შეიქმნა და მისი ფუნქციაა კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოება და არსებობის შემთხვევაში, ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)