|
2019-12-24 13:37:35, 902 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 90 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი 5 წლის განმავლობაში, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა EIB ადგილობრივი ვალუტით დააფინანსებს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. "მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ეს პირველი პრეცედენტია, როცა EIB ადგილობრივი ვალუტით დააფინანსებს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორგანიზაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას 2012 წელს დაწყებული პარტნიორული ურთიერთობის გასამყარებლად. ადგილობრივი ვალუტით ბიზნესების დაფინანსება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ადგილობრივი ვალუტაში მიღებული სესხები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მათ შორის საოჯახო ბიზნესებს, დაიცავს სავალუტო რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან და ამავე დროს, ხელს შეუწყობს თიბისი ბანკის პორტფელის დედოლარიზაციას", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული და მათი ინტერესების გამტარებელი ერთადერთი ბანკია. EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ჯანსაღი და მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)