|
2015-07-24 20:54:20, 599 ნახვა
საზოგადოება
მერია სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგების ანგარიშს აქვეყნებს
დედაქალაქის მერია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის მოზიდული სახსრების განკარგვის პროცესში დაზარალებულთათვის გაკეთებული შეთავაზებებისა და გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია 16 ოჯახთან, ჯამში 79 ადამიანთან, რომლებსაც მათთვის გახსნილ საგარანტიო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ 2 537 775 ლარი. 6 ოჯახზე თანხების გადარიცხვა უკვე განხორციელდა და უახლოეს დღეებში საკომპენსაციო თანხას კიდევ 10 ოჯახი მიიღებს. დანარჩენ ოჯახებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი. შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ისარგებლონ. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს საწყის ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების (განსაკუთრებული რისკის მატარებელ) ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის, რაც გულისხმობს იმ სხვაობის გადახდას, რომელიც არსებობს ოჯახის საკუთრებაში ადრე არსებულ ქონებასა და მერიის მხრიდან პირველს ეტაპზე ოჯახისთვის გაცემულ თანხას შორის. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახისთვის მერიის მხრიდან პირველ ეტაპზე გაცემული თანხა აღემატება ოჯახის პირველადი ქონების სანბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ ოჯახს რჩება მეტობით მიღებული თანხა. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის. გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები მიიღებენ საკომპენსაციო თანხას ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად, რომელიც 8 000 ლარიდან 10 500 ლარამდე მერყეობს და განისაზღვრება სულადობის მიხედვით. კერძოდ, 1-2 წევრიანი ოჯახი 8 000 ლარს, 3-4 წევრიანი ოჯახი 8 700-ს, 5-6 წევრიანი ოჯახი 9400-ს, 7 და მეტ წევრიანი ოჯახი 10 500 ლარს მიიღებს.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)