11:15 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 10:42:30, 974 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფლისა და მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო

რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო სოფლისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოებს გვიან ღამით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

როგორც მერმა განაცხადა, ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

„ახლა რესპუბლიკის მოედანზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი. 25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. მინდა მოვიწვიო ყველა პატარა და არამხოლოდ პატარა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ სადღესასწაულოდ განათებული დედაქალაქი ძალიან მოსწონთ. ამ წუთში საახალწლო სოფლის მონტაჟი მიმდინარეობს. 25 დეკემბრიდან ყოველდღიურად, დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იფუნქციონირებს ეს სოფელი. შეგიძლიათ მობრძანდეთ, მოიყვანოთ თქვენი პატარები, გაერთოთ. იქნება სხვადასხვა წარმოდგენები, კონცერტები და შოუები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics