|
2019-12-23 16:31:30, 1172 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენციაზე სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს, ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის საკითხები თბილისში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერისთვის და საქართველოში სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის. „საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. მსგავს ფორმატში საერთაშორისო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების შეხვედრები და ზოგადად, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება საქართველოში სურსათის უვნებლობის და რისკის შეფასების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაში და ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო დაახლოების პროცესი. ამასთან, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქვეყანაში ლაბორატორიული შესაძლებლობები ყოველწლიურად იზრდება. ღონისძიების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული სახელმწიფო კონტროლის სისტემის შესახებ. თურქმა და ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საკვებდანამატების რისკების შეფასების და ამ მიმართულებით, საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კონფერენციის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. ღონისძიებას USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი, დარგის სპეციალისტები, მწარმოებლები, დონორი ორგანიზაციების, საკონსულტაციო ფირმებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)