|
2019-12-23 11:40:25, 892 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2019 წლის 27 ნოემბერს “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო. საჯარო განხილვების ფარგლებში სულ ხუთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, ერთი ზოგადი, რომელზეც მოხდა მთლიანი კანონპროექტის ზოგადი მიმოხილვა და ოთხი ეტაპობრივი შეხვედრა, რომლებზეც კანონის პროექტი განხილული იქნა თავების მიხედვით. საჯარო განხილვებზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იყო. კანონპროექტის საჯარო განხილვებში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები, შეძლებისდაგვარად, აისახება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით. კანონპროექტზე მუშაობა 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია უზრუნველყოს: ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება; ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით; ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს; გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)