|
2019-12-23 10:44:06, 849 ნახვა
საზოგადოება
USAID სახელმწიფოს ნერგის სერტიფიცირების საკითხებში დაეხმარება
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნერგის სერტიფიცირების პროცედურების დახვეწაში დაეხმარება. სამუშაო შეხვედრაზე, ნერგის სერტიფიცირების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, საკანონმდებლო ბაზაზე და სამომავლო გეგმებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. USAID-ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაში ხელშეწყობას და სპეციალისტების გადამზადებას გულისხმობს, სანერგე მეურნეობების ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. „საქართველოს სოფლის მეურნეობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის. დღეისათვის, სანერგეთა დიდი უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს; ამავდროულად, გვაქვს პერსპექტივა, საქართველოში ნაწარმოები ნერგი გავიდეს ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე; ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანი დღევანდელი შეხვედრა, სადაც თითოეულ უწყებას განესაზღვრა, თუ რა გზებით შეიძლება უვირუსო და მაღალხარისხიანი სარგავი მასალის წარმოება, თუ როგორ უნდა მივიღოთ წარმოებაში საერთაშორისო აღიარება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. იმისთვის, რომ სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს, აუცილებელია, მოიპოვოს კვალიფიციური სანერგის სტატუსი. სანერგის კვალიფიციურობის დადგენისას, შემფასებელი კომისია, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე შეძლებს სერტიფიცირების პროცესში ჩართვას. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, ცენტრის სპეციალისტების მიერ ჩატარებული საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომელიც მიზნად ისახავს თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზებასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)