06:50 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 18:51:09, 2717 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, დიპ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა გამართა

უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა 
გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს.

პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ვითარების დეესკალაციას ხელს არ უწყობს, ჩვენს რეგიონს კი, სტაბილურობა სჭირდება. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა ელჩებს, რომ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი თავის ოჯახს, რაც შეიძლებს სწრაფად დაუბრუნდება.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც უკანონოდაა დაკავებული, ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა მოიძებნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics