|
2019-12-20 17:54:44, 2420 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრს ანდრეას რაიხჰარდტს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავსტრიის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრს ანდრეას რაიხჰარდტს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - აკაკი საღირაშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე, ასევე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში არად ბენკო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და ავსტრიის რესპუბლიკა აქტიურად და მჭიდროდ ურთიერთობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, სამართალდაცვით და სხვა სფეროებში. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორებში. მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, რაც ასევე ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ავსტრიული კომპანიების მზარდი დაინტერესებაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით. ამასთან, მიმდინარე ეტაპზე, მხარეებს შორის განიხილება 2020 წლის 5-6 მარტს, ქ. ვენაში კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების საკითხი. კერძოდ, საქართველოს მხარემ მზადყოფნას გამოთქვამს ავსტრიული მხარის მიერ შემოთავაზებულ პერიოდში მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, ენერგეტიკა და გამოთქვეს მზადყოფნა, გაძლიერდეს და გაღრმავდეს ქვეყნებს შორის თნამშრომლობა ამ სფეროებში. როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა განავითაროს მულტიმოდალური სატრანსპორტო მიმოსვლა და რეგულარული სატვირთო მატარებლების მიმოსვლა შუა კორიდორში. „ქართული მხარე დაინტერესებულია დაიწყოს თანამშრომლობა ავსტრიის წამყვან სარკინიგზო კომპანია „რეილ კარგო ავსტრიასთან", რათა განვითარდეს სატრანზიტო მოძრაობა ავსტრიასა და ჩინეთს შორის საქართველოს გავლით. მეტიც, ქართულმა მხარემ სურვილი გამოთქვა ავსტრიულ მხარესთან ერთად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება ავსტრიაში ლოგისტიკური ცენტრების განვითარების კუთხით", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)