|
2019-12-20 17:20:12, 2835 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე: განაჩენი შოკისმომგვრელია, ეს არის დიდი ბოროტება და ცინიზმი
„განაჩენი შოკისმომგვრელი და გამაოგნებელია, ეს არის ძალიან დიდი ბოროტება და ცინიზმი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას. ბესელიას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან და აინტერესებს, იყო თუ არა გამოყენებული ყველა შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლება. „განაჩენი შოკისმომგვრელი და გამაოგნებელია.ეს არის ძალიან დიდი ბოროტება და ცინიზმი. მე მგონია, რომ აქ სიტყვებიც კი ზედმეტია. ეს ყველაფერი მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან. მაშინ, როდესაც ახალი წლის წინა დღეებში ოჯახი ელოდებოდა სახლში ვაჟა ექიმს, ჩვენ ვნახეთ საოკუპაციო რეჟიმის ასეთი გამაოგნებელი, სრულიად უსამართლო და უკანონო განაჩენი. მე მგონია, რომ რაღაც ძალისხმევა ამ ყველაფერს დააკლდა და მაქვს კითხვები ხელისუფლებასთან, იყო თუ არა ყველა ფორმატი და შესაძლებლობა გამოყენებული იმისთვის, რომ მომხდარიყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)