|
2019-12-20 16:45:49, 2466 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა
„2020 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჩემი ხედვა ეფუძნება მხოლოდ ჯარისკაცების კეთილდღეობას - ჯერ ჯარისკაცი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „თავდაცვის მინისტრის 100 დღის ანგარიშის“ წარდგენისას. „ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, ვინც იცავს ქვეყანას, იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას. ძლიერი ჯარი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მაქსიმალურად ძლიერი, ქმედითი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების შექმნის მიზნით სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტებად განისაზღვრა ნატოს სტანდარტებით თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლება და ჯარისკაცების სათანადო დაფასება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების, ასევე აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებები, რომლის მიხედვითაც ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და სიმამაცე საყოველთაოდ აღიარებულია. „ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის ღირსეული ელჩები არიან და ღირსეულად იცავენ მშვიდობას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, ამ 100 დღის განმავლობაში, უკვე გადაიდგა ნაბიჯები ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)