03:37 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 15:25:07, 10880 ნახვა

სამართალი
ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ავრცელებს:

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1წელი და 9 თვე. ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება“, - წერს დავით ასათიანი.

წინა სხდომა 13 დეკემბერს შედგა. სხდომაზე საოკუპაციო რეჟიმის მოსამართლემ ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

გაფრინდაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მისი ტყვეობაში დატოვების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics