|
2019-12-20 11:40:52, 1258 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის გრანტის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა
თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გრანტის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი. თბილისის მერია, აღნიშნული გრანტის საფუძველზე, EBRD-თან თანამშრომლობით იწყებს ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას. ამისათვის უკვე შესყიდულია საკონსულტაციო მომსახურება. ამ მომსახურების მომწოდებელია კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს გერმანულ და ბერძნულ საკონსულტაციო კომპანიებს. აღნიშნული კონსორციუმი შეირჩა EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით. ტენდერის მონაწილეთა ტექნიკური და ფინანსური წინადადებები შეფასდა შეფასების კომისიის მიერ და EBRD-ისგან მიღებული თანხმობით გამოვლინდა გამარჯვებული. შერჩეულ კომპანიასთან მოლაპარაკებები EBRD-ის წესების შესაბამისად წარმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოხდა შეთანხმება თავად EBRD-ის მიერ მოწოდებული საკონსულტაციო ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაზე. მაია ბითაძის თქმით, სტრატეგია ხელს შეუწყობს დედაქალაქის ეტაპობრივად გადასვლას ნარჩენების სეპარირებაზე. „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტი მოხმარდება თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სტრატეგიის შედგენას, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რათა თბილისი ნარჩენების სეპარირებაზე ეტაპობრივად გადავიდეს. სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება დაკავშირებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან, ნაგავმზიდი მანქანების სქემების რეორგანიზებასთან და რაც მთავარია, გარკვეული ფინანსური წახალისების მექანიზმების დანერგვასთან, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, დაიწყონ ნარჩენების ადგილზე დახარისხება“, - განაცხადა მაია ბითაძემ. „დღევანდელი ხელმოწერა მნიშვნელოვანია როგორც თბილისისთვის, ისე EBRD-ისა და ევროკავშირისთვის. ჩვენ გავაერთიანეთ ძალისხმევა, რომ შევიმუშაოთ თბილისის ნარჩენების მართვის გრძელვადიანი სტრატეგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, ასევე, სამომავლო გეგმების განსაზღვრისთვის“, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა: არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, მოქმედ საკანონმდებლო და სატარიფოს სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოჩენა. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გაკეთდება ნარჩენების რაოდენობის შესაძლო ზრდისა და ნარჩენების შემადგენლობის შესაძლო ცვლილების პროგნოზი. სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდება სამოქმედო გეგმა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისათვის. 2019 წლიდან ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ქალაქს ჰქონდეს გააზრებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს თბილისში წარმოქმნილი ნარჩენების სხვადასხვა მიზნით გადამუშავებას. სწორედ ასეთი ტიპის გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს აღნიშნული სტრატეგია. საკონსულტაციო კომპანია განსაზღვრავს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურასაც. სტრატეგიის ფარგლებში, ასევე, შემუშავდება ტრანსპორტირებისათვის ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო სქემები, რომლის მიზანია მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესება; ნარჩენების მოსაკრებლის განაკვეთის გამოთვლის მეთოდოლოგია, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის ხარჯების ამოღებას, მეორე მხრივ, წაახალისებს საზოგადოების გარემოსადმი მეგობრულ ქცევას, რათა მაქსიმალურად შეამციროს წარმოქმნილი ნარჩენები.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)