|
2019-12-20 11:02:46, 1200 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე: ჯერ არ ვარ მზად ვილაპარაკო კონკრეტულ წინადადებებზე
„ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი გვექნება სალაპარაკო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სასტუმრო „შერატონში“, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ჩანიშნული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ვოლსკის თქმით, ის შეხვედრის დაწყებამდე კონკრეტულ წინადადებებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან ამ წინადადებებმა შესაძლოა მოლაპარაკებების პერიოდშ გარკვეული კორექტირებები განიცადოს. „კონკრეტულ წინადადებებზე ჯერ არ ვარ მზად ვილაპარაკო, თუმცა გვქონდა გუშინ განხილვა უმრავლესობაში, წევრებისგანაც საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ, გავაცანით ძირითადად რას ვფიქრობდით და მე ვფიქრობ რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი გვექნება სალაპარაკო, წინასწარ საუბრის ან წინადადებების მოწოდებისათვის მზად არ ვართ, იმიტომ რომ ამან შეიძლება გარკვეული კორექტირებები მოლაპარაკებების პერიოდშიც განიცადოს, რასაკვირველია, მოლოდინი და იმედი რომ არ გვქონდეს, აქ არც ვიქნებოდით", - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგასენებთ, რომ ამ წუთებში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრის მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით შეხვედრის მთავარი თემა კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)