|
2015-07-24 16:33:08, 397 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძის მოსაზრებით, მთავარი პროკურორის კანდიდატს პრეზიდენტი თუ არ წარადგენს, ქვეყანა არ დაიქცევა
„თუ მაინცდამაინც გიორგი მარგველაშვილი არ წარმოგვიდგენს მთავარი პროკურორის კანდიდატს და ამით ქვეყანა დაიქცევა, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა“, – ამის შესახებ პარლამენტის სპოკერმა მანანა კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და პროკურორები აპოლიტიზირებულები არიან. „ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების, იუსტიციის დაქვემდებარებაშია. სლოვაკეთსა და უნგრეთში პროკურორი პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან მიკერძოებულები, პოლიტიზირებულები?! რომ პროკურატურა გერმანიაში არაეფექტურად მუშაობს?! – რა თქმა უნდა არა. იმის მტკიცება, თუ მაინცდამაინც მარგველაშვილი არ წარმოგვიდნეს კანდიდატს, ამით ქვეყანა იქცევა – ეს არის ჩვენი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანა. ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა სხვადასხვა პერიოდები, როდესაც ხან პარლამენტი ირჩევდა გენერალურ პროკურორს, ხან პრეზიდენტი ირჩევდა ძალოვან მინისტრებს და მათ შორის იუსტიციის მინისტრს, რომელიც ასევე იყო პრაქტიკულად პროკურორი, მაგრამ მაშინ ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა დანაშაულთან ბრძოლასთან. იყო კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანის ფუნამდენტური უფლებების დარღვევის პრობლემები და მაშინ პროკურატურა ნამდვილად იყო პოლიტიკური დევნის მექანიზმი“, – აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)