|
2019-12-19 15:44:51, 1084 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ჩართულობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით. სტრატეგიის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო დაინტერესებულ პირთა ჩართულობა. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ჩატარდა რამდენიმე საჯარო განხილვა, მათ შორის რეგიონებშიც. საჯარო განხილვებში მონაწილეობას იღებდნენ პრაქტიკოსი ფერმერები, მეწარმეები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია შეიქმნა არსებული სტრატეგიების ანალიზის, განხორციელებული პროგრამების/ რეფორმების შედეგების და ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე. სტრატეგიაში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები და სექტორული თუ მულტისექტორული განვითარების მიმართულებები, რომლებიც კავშირშია სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD IV) ფარგლებში, საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა გამოყენებული იქნება მოლაპარაკებების პროცესში საბიუჯეტო დახმარების ტრანშების ჩამორიცხვის წინაპირობების დასადგენად.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)