13:37 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 23:31:31, 1195 ნახვა

საზოგადოება
შსს-სთან მორიგი აქცია გაიმართა სადაც ვითარება პერიოდულად იძაბებოდა

"ამ სისტემის დედაც!" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეზე გააკრეს სტიკერები წარწერით — "სირცხვილია". 

მათი თქმით,  უნდა გადადგეს შს მინისტრის მოადგილეები, კახა საბანაძიე და ნინო ცაციაშვილი. მათი თქმით, თუკი ამ პირებს არ გადააყენებს, გომელაური თავად უნდა გადადგეს.

პერიოდულად, აქციაზე სიტუაცია იძაბება. ცოტა ხნის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა შსს-ს შენობასთან შუშის ღობეზე სტიკერები გააკრეს და ასფალტზე წარწერა გააკეთეს.

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ხვალ მათი პროტესტი კლავ გაგრძელდება.

"ხვალ ისევ მშვიდობიანად და პოლიტიკური განცხადებების გარეშე ავარჩევთ ახალ ლოკაციას და გავაგრძელებთ იმ სიტყვების დაწერას, რის გამოც მოზარდი გარდაიცვალა", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics