13:38 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 19:47:45, 1170 ნახვა

საზოგადოება
„ამ ცხოვრების დედაც!“ - შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მოზარდი პოლიციის მსხვერპლია. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და მისი მოადგილის, ნინო ცაციაშვილის გადადგომას ითხოვენ.

„ეს არის საბჭოთა მილიცია, რომელიც კლავს ხალხს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ცოტა ხნის წინ მათ შსს-ს ღობეზე პლაკატები გააკრეს წარწერით - „სირცხვილია“. ასევე, ასფალტზე დატოვეს წარწერა - „ამ ცხოვრების დედაც“.

ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics