|
2019-12-18 10:29:50, 907 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „მწვანე ჯილდო“ - გამარჯვებულების დაჯილდოება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი “მწვანე ჯილდო 2019 - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”. კონკურსი, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო. გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინიტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა. “ფორმალურ განათლებაში სკოლამდელ განათლებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, რადგან ამ ეტაპზე იწყება ბავშვის ჩამოყალიბება და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავება. შესაბამისად გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება სკოლამდელი მზაობის პროგრამაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და საამაყო გადაწყვეტილებაა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობით სამომავლოდ უკეთესობისკენ შევცვლით არსებულ მდგომარეობას და გავაუმჯობესებთ მომავალი თაობების დამოკიდებულებებს გარემოსადმი” - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. კონკურსის მონაწილეები, კომისიის წევრებმა, მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების მიხედვით შეაფასეს და საუკეთესო ათეული გამოავლინეს. ათეულიდან, წლის საუკეთესო აღმზრდელი სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდა. 2019 წელს “მწვანე ჯილდოს” მფლობელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძე გახდა. მას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სამახსოვრო საჩუქრები და “მწვანე ჯილდო” გადასცა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა დამხმარე სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება’’, რომელიც მოიცავს სამ ძირითად თემას და შესაბამისად შეიქმნა სამკვირიანი სასწავლო მოდული: 1. ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო 2. წყლისა და ენერგიის დაზოგვა 3. ნარჩენების მართვა. 2016 წლიდან სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით მიმდინარეობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში საქართველოს ყველა მხარეში გადამზადდა 1600-მდე ბაღის 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი და მეთოდისტი, რომლებსაც გადაეცათ სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე მასალა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და სფეროში დასაქმებული განმანათლებლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუშაობას კვლავაც განაგრძობს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)