|
2019-12-17 16:16:08, 865 ნახვა
საზოგადოება
თვალაბეიშვილი: არასამთავრობო სექტორთან ვქმნით დიალოგის პლატფორმას, რომ შევთანხმდეთ გენერაციის ობიექტების პასუხისმგებლიანი განვითარების პრინციპებზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა"-ს მიერ ორგანიზებულ დასკვნით კონფერენციაში, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასებასა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას შეეხებოდა. „ძალიან საინტერესოა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა"-ს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ გარკვეულ, უკვე არსებულ ჰესებზე მოხდეს გენერაციის ოპტიმიზაცია" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ასევე დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწეობენ, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჰესებთან დაკავშირებით. „ჩვენ ვაპირებთ მათთან ერთად შევქმნათ დიალოგის პლატფორმა და შევთანხმდეთ მთავარ პრინციპებზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში პასუხისმგებლიანად გენერაციის ობიექტები. ძალიან ბევრი საერთო შეხების წერტილების გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დიალოგის დაწყებით წარმატებით განვახორციელებთ დღეს ენერგეტიკის წინაშე მდგარ ამოცანებს იმგვარად, რომ ენერგეტიკული პროექტების გარემოზე გავლენა იყოს მინიმალური" - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა. დასკვნით კონფერენციაში, რომელსაც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე უძღვებოდა, ასევე მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია თემაზე „გამოწვევები ენერგეტიკასა და გარემოს დაცვაში კლიმატის ცვლილების ფონზე".
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)