|
2019-12-17 15:31:26, 2876 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ქალაქის მშენებლობას იწყებს, სადაც სამხედროები ბინას 50%-იანი თანამონაწილეობით შეიძენენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები ბინებს შეღავათიანი პირობებით შეიძენენ. როგორც მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო კომპანია განახორციელებს. სამხედროებს კი ბინების შეძენა 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპით და შიდა, უპროცენტო განვადებით შეეძლებათ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, ჩვენი უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. კერძოდ, მახათას მთაზე აშენდება სამხედრო ქალაქი, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. მინდა გითხრათ, რომ განხორციელდა არსებული საბინაო პოლიტიკის სრული მოდიფიცირება და არსებითად გაუმჯობესდა არსებული პროგრამები. ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ, კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის დაფარვა, ახალი პირობებით 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას ჩვენი უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით 200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება არა საბანკო გარანტიებით და მაღალი პროცენტებით, არამედ სრულიად უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. ამ ეტაპზე პროექტი შეეხება ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. ჩვენი გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. პროექტი გაგრძელდება და გახდება შეუქცევადი. ჩემი ბრძანებით, დამტკიცდება გრძელვადიანი, განგრძობითი ბინათმშენებლობის პროგრამა, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი ძვირფასი სამხედროების საცხოვრებელ პირობებს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)