|
2019-12-16 21:22:22, 2235 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარია
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა საარსებო მინიმუმის განახლებული მონაცემები 2019 წლის ნოემბრისთვის. - საქსტატის ცნობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 2.7 ლარით მეტია. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატმა წინა თვესთან შედარებით 3.9 ლარით გაზარდა და ახლა 277.7 ლარს აღწევს. სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი ოქტომბერთან შედარებით 4.4 ლარითაა გაზრდილი და 311.9 ლარს უტოლდება. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 346.5 ლარს შეადგენს, ხოლო ხუთსულიანის - 389.8 ლარს, მატება კი გასულ თვესთან შედარებით, შესაბამისად, 4.8 და 5.4 ლარია. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს: "2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)