01:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 21:13:24, 2268 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 217.1 ლარია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა საარსებო მინიმუმის განახლებული მონაცემები 2019 წლის ნოემბრისთვის. მათივე ინფორმაციით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული, წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.

"2019 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების
ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა - 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა - 16.4 პროცენტი);ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა - 9.7 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა -3.7 პროცენტი);საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა - -19.4 პროცენტი.
2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების - 1
475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი
შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში
აღემატებოდა ქალების ხელფასს." - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საქსტატისვე ცნობით, 2019 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს
სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა და 1 316.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით
ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 191.9
ლარი, წლიური ზრდა 0.3 პროცენტი), ასევე მშენებლობის (2 023.5 ლარი, წლიური ზრდა 16.6
პროცენტი) დარგში ფიქსირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics