04:33 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 16:55:50, 2099 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის, ის მონათა ბაზრის დირექტორია

„არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის. ივანიშვილმა მონათა ბაზრად გადააქცია პარლამენტი და ის მონათა ბაზრის დირექტორია“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, თალაკვაძეს არ აქვს პასუხი, თუ რატომ უზღუდავს ოპოზიციონერ დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის საპროტესტო აქციისას დაკავებულების მონახულების უფლებას.

„არჩილ თალკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის. ივანიშვილმა მონათა ბაზრად გადააქცია პარლამენტი და მონათა ბაზრის დირექტორია, სრული ბუტაფორიაა. ბორკილებს ატრიალებს ბიუროს სხდომაზე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გააჩნია. მისი უფლებაა, დეპუტატებს უფლება მოგვცეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდეთ, სადაც ათეულობით პოლიტპატიმარია. არაერთხელ მოვითხოვეთ მათთან ერთად შესვლა, მაგრამ უფლება არ მოგვცეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics