|
2019-12-14 16:55:33, 2623 ნახვა
კომენტარი
საფრანგეთის ელჩი - ხაზგასმით აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნები შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს
„ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნები შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსი განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. „შეხვედრა შედგა ოპოზიციურ პარტიებსა და ევროპელ დიპლომატებს შორის. განვიხილეთ მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების საკითხი. ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები, როგორც საარჩევნო დღეს, ასევე ერთი კვირით ან ერთი თვით ადრეც, შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. ყურადღება გავამახვილეთ, რომ ყველა მხარე და პოლიტიკური პარტიები, იმუშავებენ, რათა შექმნან ის კონდიციები, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ამ ძირითადი პრინციპების შესახებ ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას ვესაუბრებით“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)