|
2019-12-11 17:22:20, 1867 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებები ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის პირველადი ზრუნვის საგანია
„ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის, პირველადი ზრუნვის საგანი ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებებია და თქვენ ხედავთ, რომ ეს ღონისძიებები ხორციელდება წარმატებით - ლარი მყარდება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი არის როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკის, ასევე მთლიანად მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი. „ეს არის დააჩქარებული პრივატიზაცია. როგორც იცით, პრივატიზაციაში წამოვიწყეთ და მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, აგრეთვე ეს არის წიაღში გამარტივებული ლიცენზიების გაცემა, ტურიზმის წახალისება, საექსპორტო წარმოების წახალისება. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალისტურად მიმაჩნია, რომ არ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის შენელება და პირიქით, გვქონდეს მაღალი ზრდა რეგიონში, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. ასევე პარალელურად, ლარმაც განაგრძოს გამყარება. სწორედ ამაზეა საუბარი ეროვნული ბანკის განცხადებაშიც, რომ ლარი შესაძლოა კიდევ გამყარდეს და ინფლაციაც მომავალ წელს დაუბრუნდეს თავის ნიშნულს", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის მხრიდან არის ნდობა მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რასაც ამ ბოლო დროს მთავრობა იღებს, იგივე ლარის კურსის ნორმალიზების თვალსაზრისით. „ეს გადაწყვეტილებები არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რაც შედეგად მოიტანს ლარის კურსის დინამიკის სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რასაც სხვადასხვა ბერკეტი უზრუნველვყოფთ და ინფლაციის შემცირებას" - დასძინა ნათია თურნავამ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)