|
2019-12-11 16:26:53, 1247 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს არ უნდოდა ჩვენი ჯარის შეურაცხყოფა
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს ნამდვილად არ უნდოდა ჩვენი ჯარის შეურაცხყოფა“,- ასე ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, სასურველი იყო პრეზიდენტის განცხადებაში არ ყოფილიყო არანაირი ეჭვის საფუძველი, რომელიც მისი ინტერპრეტირების საშუალებას მოგვცემდა. „რა თქმა უნდა, სასურველია ქალბატონი სალომეს განცხადებაში არ ყოფილიყო არანაირი ეჭვის საფუძველიც კი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მისი განცხადების ინტერპრეტირება. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც თქვა, თუმცა ამასთან ერთად, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბუნებრივია, ჯარი გვყავს, შესაბამისი იარაღი და აღჭურვილობაც აქვს ამ ჯარს და რა თქმა უნდა, ჩვენს ჯარშიც მსახურობენ ყველაზე ღირსეული წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის. იცავენ ჩვენ ქვეყანას და რა თქმა უნდა, მსახურობენ საერთაშორისო მისიებში, რასაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ვიცი, რომ ქალბატონმა სალომემ და მისმა ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება იმ კონტექსტთან დაკავშირებით, რა კონტექსტშიც იყო ნახსენები ქართული ჯარი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს ნამდვილად არ უნდოდა ჩვენი ჯარის შეურაცხყოფა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)