|
2019-12-11 16:15:05, 1668 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ უგულავასა და გაბაშვილზე თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებულია
„როგორც კი გავიგე ეს ამბავი, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული იყო“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი ქმედებები მალხაზ მაჩალიკაშვილზეც განახორციელა და საკუთარ ოპონენტებზე თავდასხმა გასაკვირი არ არის. „როგორც კი გავიგე ეს ამბავი, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული იყო და ჩემმა ახლობელმა გამიმყარა ვარაუდი, რომელიც შეესწრო ამ ინციდენტს. მან დამირეკა და მითხრა, რომ ამდენად ხელოვნურად დადგმული სცენა მას არ ენახა. ესენი იყვნენ მიგზავნილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ. თუმცა, რა გასაკვირია, შვილმოკლულ მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს უგზავნიან რუსთაველის გამზირზე ანალოგიურ შემსრულებლებს და ცემა-ტყეპას იქ ტეხენ. თბილისის საერთაშორიოს აეროპორტში ბიძინა ივანიშვილმა იგივე რომ დაავალოს ოპონენტი კოლეგების წინააღმდეგ, საერთოდ არ გამიკვირდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს ორი უცნობი პირი დაესხა. აღნიშნულზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)