03:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 16:26:51, 1513 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული  ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ნარჩუნდება მშპ-ს 2,5-2,7 პროცენტის ფარგლებში. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ეფუძნება ფისკალური წესების განახლებულ ჩარჩოს, რომელიც მომზადდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად.

„2019 წელს, განახლებული წესების მიხედვით, უცვლელი დარჩა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მთავრობის ვალის 60%-იანი და ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზღვარი.  ამ პარამეტრების ფარგლებში, მთლიანად მოექცა როგორც ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების  ოპერაციები, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო დეფიციტები და ვალდებულებები. ასევე, მთავრობის ვალის განსაზღვრაში მოექცა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში არსებული ვალდებულებებიც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან, მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საწარმოების კლასიფიკაციაზე, რომლის შემდგომაც საწარმოები დაიყოფა 2 კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად, ანუ კომერციულად მომგებიან საწარმოებად, რომლებიც არც პირდაპირ და არც ირიბად დაკავშირებული არ არიან ბიუჯეტთან, და სამთავრობო საწარმოებად, რომელთა ფუნქციონირება გარკვეულწილად დაკავშირებულია ცენტრალურ ან მუნიციპალურ ბიუჯეტებთან.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი საწარმოების საბიუჯეტო ოპერაციები შემდგომში აისახება როგორც მთავრობის ვალის, ისე ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics