|
2019-12-06 13:53:34, 2444 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - შეუძლებელია, ამ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ მხარდაჭერა მოიპოვოს
„შეუძლებელია, დღეს ამ პარლამენტში, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ მხარდაჭერა მოიპოვოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მაჟორიტარული სისტემის შესახებ მმართველი გუნდის წევრთა ნაწილის ინიციატივა განიხილეს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით საკონსტიტუციო რეფორმის რესურსი არ არსებობს. „აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს დღეს. მაშინ ჩვენ გვჭირდებოდა პრაქტიკულად ყველა დეპუტატის თანხმობა და თუ ყველა დეპუტატი არ დაეთნხმებოდა იმ გადაწყვეტილებას, რაც გუნდმა მიიღო, ეს გადაწყვეტილება ჩავარდებოდა და სამწუხაროდ ასეც მოხდა. ამ შემთხვევაში გვაქვს საპირისპირო სიტუაცია, ახლა იმ იდეას, რომელსაც აყენებს დეპუტატების ნაწილი, უნდა დაეთანხმოს ყველა დანარჩენი, რაც ბუნებრივია, არ მოხდება. აქედან გამომდინარე ვამბობ თავისუფლად და უფრო მყარად, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. თუმცა, ისინი აგრძელებენ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ პროცესს, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გავალთ ხალხში, შევაგროვებთ ხელმოწერებს, კი ბატონო, მათ ამის უფლება აქვთ“, - განაცხადა მდინარაძემ. ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ხელმოწერების საკმარისი რაოდენობის შეგროვება ვერ მოხერხდება. „მე არ ვფიქრობ, რომ შეგროვდება ნახევარი მილიონი ან მილიონი ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ ჩვენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე. შეუძლებელია დღეს მხარდაჭერა მოიპოვოს ამ პარლამენტში იდეამ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. თუმცა, ისინიც კარგად აცნობიერებენ ამას და ამბობენ სწორედ ამიტომ, რომ გავლენ ხალხში და შეაგროვებენ ხელმოწერებს. შესაძლებელია შეაგროვონ ხელმოწერების გარკვეული რაოდენობა, თუმცა საქართველოს პარლამენტში დღეს კონსტიტუციური ცვლილების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს თუ საუბარი იქნება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე“, - განაცხადა მამუა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)