22:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 12:22:34, 389 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი შს მინისტრობის კანდიდატს ორშაბათს დაასახელებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ორშაბათს დაასახელებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„პარლამენტმა დაამტკიცა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა, ის გახდა სუს-ის უფროსი. შინაგან საქმეთა  მინისტრობის ახალ კანდიდატს ორშაბათს წარვუდგენ საზოგადოებას. მანამდე გომელაური შეასრულებს შინაგან საქმეთა  მინისტრის მოვალეობას“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარლამენტმა ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე  ერთხმად დაამტკიცა. 
გომელაურის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას 83–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics