|
2019-12-03 09:33:52, 966 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველთან ემანუელ ბონთან. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ამილახვარის სახელობის პოლიტიკური დიალოგის დაფუძნებას და ამ ფორმატში პირველ შეხვედრას პარიზში. მხარეებმა აღნიშნეს რომ მოცემული პლატფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და მაღალ დონეზე გადაიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საფრანგეთის წვლილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის დროს მედიაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით. მინისტრმა ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს მიაწოდა ინფორმაცია საქარველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილზე ადამიანის უფლებების ხელყოფის უხეშ ფაქტებზე. აღინიშნა არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების და ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს რასაც საქართველომ მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. საფრანგეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის განვითარებაზე ეკონომიკის, განათლების, უსაფრათხოების მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს და ქართველი სამხედროების განსაკუთრებული წვლილი ევროკავშირის და ნატო-ს სამშვიდობო მისიებში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)