|
2019-11-30 10:48:48, 3989 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - უცნაურია, რომ სამოქალაქო აქტივისტები არ მოიწვიეს, მაგრამ საბაბს არ მივცემდით ეთქვათ, შეხვედრა ოპოზიციამ ჩაშალაო
„მას შემდეგ, რაც „სალი კლდე“ პოზიცია შეიცვალეს, რომ საერთოდ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი უცნაურია, რადგან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის სათავეში დგანან, არ მიიწვიეს. „რბილად რომ ვთქვა, უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, ვინც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პროტესტის სათავეში იდგა, ჩვენი მიმართვის მიუხედავად, არ დაპატიჟეს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც „სალი კლდე“ პოზიცია შეიცვალეს, რომ საერთოდ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის და „გერმანულ მოდელის“ შესახებ, საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო. ივანიშვილის ხელისუფლებასთან უამრავი პრობლემა და საკითხია დასასმელი, მაგრამ ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი - დაპირების შესრულება და გერმანულ მოდელზე გადასვლა. აქ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წინადადება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)