|
2019-11-30 10:28:47, 3119 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი: 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს დღის წესრიგიდან არ ვხსნით
„2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს დღის წესრიგიდან არ ვხსნით“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირამ ინაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს, ინაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოდელი იდეალური არ არის, თუმცა „პატრიოტთა ალიანსი“ მხარს დაუჭერს. „არსებობს ვარიანტები და ერთ-ერთი შევთავაზეთ კიდეც ხელისუფლებას, რომ მცირედი ცვლილება მოხდეს და გავიტანოთ ახალი სახით იგივე კანონპროექტი. აქ უკვე პოლიტიკური ნების საკითხია და ვნახოთ, ეს პოლიტიკური ნება გარდატყდება თუ არა ამ შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება წარმოდგენილ ვარიანტს, გერმანულის მოდიფიცირებული ქართული ვარიანტი, ამ ეტაპზე, ეს კონსენსუსის საგანია. არ არის იდეალური, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ და ჩვენ ამ მოდელს მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ესეც გამოსავალია“, – განაცხადა ინაშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)