|
2019-11-29 18:57:16, 1574 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს და 300 ლარით დააჯარიმეს
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი თავისივე სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გააძევა. სასამართლო სხდომამდე, ჩხარტიშვილმა ვალერიან ფილიშვილის აცილების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, მოსამართლე ფილიშვილი საპროტესტო აქციის წევრების მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ამის შემდეგ, მოსამართლესა და ჩხარტიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც მოსამართლემ ჯერ 300 ლარით დააჯარიმა და შემდეგ კი ჩხარტიშვილის სასამართლო დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი დღეს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166 და 173 მუხლების დარღვევას ედავებიან.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)