|
2019-11-28 23:37:34, 1408 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორ კარასინის შორის შეხვედრა გაიმართა
დღეს პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით გაამახვილა ყურადღება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე, რამაც საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით ფართო რეზონანსი გამოიწვია. როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, აუცილებელია პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება. რის საპასუხოდაც გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ოჯახს. ამ კონტექსტში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, რაზეც უფრო დეტალური საუბარი გაიმართება ახლო მომავალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ მოსკოვში განიხილავენ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, თუმცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა. საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რომლის მორიგი შეხვედრაც ახლო მომავალში გაიმართება. რუსეთის მხარის დაინტერესების გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ე.წ. ლუგარის ლაბორატორია თავის საქმიანობას წარმართავს ტრანსფარენტულ რეჟიმში და ლაბორატორიის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისათვის. პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)