20:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 14:38:49, 698 ნახვა

საზოგადოება
სემეკმა თბოელექტროსადგურებს გაძვირებული ტარიფი დაუდგინა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა.

სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი წარმოადგინა. პირველში გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც თბოელექტროსადგურებს ლარის კურსის ვარდნის შედეგად ჰქონდათ, მეორე პროექტი კი ზარალის და ეკონომიის ერთბაშად გაქვითვას ითვალისწინებდა.

კომისიამ კენჭი მეორე პროექტს უყარა, რომელიც თბოელექტროსადგურებისთვის მიუღებელი იყო.

მოქმედი ტარიფი კომპანია "ჯიფაუერისთვის" 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს "მტკვარი ენერგეტიკისათვის" – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დღევანდელი ტარიფი 7,319 ლარი კი 10,194 ლარით გაიზარდა.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებდა, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ენერგეტიკულ კომპანიებს, განსაკუთრებით თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics