|
2019-11-27 14:17:52, 1860 ნახვა
კომენტარი
გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი აგენტს არა, თავგასიებულს მეძახდა
„მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური თვისებებით დღეს საქართველოს სჭირდება“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ხალხი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტს, ამას თავადაც მიესალმება. „თუ არჩევნებში ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში, მე ამას მივესალმები. მეტიც – ხელსაც შევუწყობ ამას. სააკაშვილი მზადაა, ძალიან ბევრი კომპრომისისთვის.მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თვისებები დღეს საქართველოს სჭირდება“- ამბობს სანიკიძე. როგორც მან აღნიშნა, კრიტიკას არც მიხეილ სააკაშვილი აკლებდა. ჟურნალისტის რეპლიკას „ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი გეძახდათ აგენტს, სანიკიძემ უპასუხა, „აგენტს როდის მეძახდა? – თავგასიებულს მეძახდა“. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გუბაზ სანიკიძე და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა. აღსანიშნავია, რომწლების მანძილზე სანიკიძე სააკაშვილის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი და მას ქვეყნის დამაქცევლად და ბნელ ძალად მოიხსენიებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)