|
2019-11-26 16:52:15, 1595 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია
„ნაცმოძრაობა“, რომელიც არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოქმედებებს პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს. „ნაცმოძრაობამ, ყველა შტოს ვგულისხმობ, თავი ჩაიყენეს ჩიხურ მდგომარეობაში - ისინი გვთავაზობენ მოდელს, რომლის მიხედვითაც 77 უდრის 150-ს, რომლის მიხედვითაც პროპორციული სისტემა, რომლითაც ხდება პერსონიფიცირება ნახევარი მანდატების შემთხვევაში, ნიშნავს შერეულ სისტემას, ანუ პროპორციული - იგივე შერეული. ასეთი მოთხოვნებით მათ თავად ჩაიყენეს ჩიხურ სიტუაციაში თავი და კუთხეში დადგნენ თავად. აქედან გამომდინარე, მათ მოქმედებებს განვითარება და პოზიტიური პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არა აქვს. ლაპარაკობენ ხალხის სახელით, მაშინ, როდესაც აკაკი ზოიძის ინიციატივას - „შევეკითხოთ ხალხს" მოყვა აბსოლუტურად უარყოფა და პანიკა მთელ მათ გუნდში. „ხალხს შევეკითხოთ" პრინციპი მათთვის მისაღები არ არის", - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)