19:25 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 11:15:10, 1275 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ჩვენ მოვედით - ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება - ვიდეო

უმრავლესობის სხდომის პარალელურად ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა შეცვალე საპროტესტო აქცია მართავს. ადგილზე მოძრაობა ქვეყნის სამსახურშის წევრებიც არიან.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ტრანსფარანტებითა და საყვირებით მოვიდნენ. „ბიძინა, ჩვენ ისევ მოვედით“ - ამ შეძახილებით აქტივისტები მმართველ პარტიას დანაპირების შესრულებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ჩათვლიან მიზანს მიღწეულად.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ.

შეხვედრაზე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics