15:17 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 12:16:50, 1369 ნახვა

პოლიტიკა
დღეს პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ აქციები გაიმართება

დღეს, თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ აქციები გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და რიგითი მოქალაქეები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.

მათი მოთხოვნები უცვლელია:

1. ვადამდელი პროპორციული არჩევნები (გერმანული მოდელი, სულ 76 ხმა და 3 კვირა სჭირდება კანონის მიღებას)

2. არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის მიერ. (ანუ გადადგეს არსებული მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით)

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები კი სასტუმრო „რედისონთან“ შეკრებას 17:00 საათზე აანონსებენ.

ირმა ინაშვილისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნაა, არჩევნების პროპორციულად ჩატარება. ინაშვილის აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის გადაწყვეტილებას, მაშინ მთავრობა უნდა გადადგეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები ოპოზიციის მასშტაბურ აქციას არ შეურთდებიან. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა განაცხადა, მისთვის მიუღებელია იმ ძალების გვერდით დგომა, სადაც ყოფილი ხელისუფლების პირველი პირები იმყოფებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics