15:16 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 13:06:20, 1434 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი: კანონპროექტის ჩავარდნამ პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა

„გუშინდელმა პროპორციული სისტემის ჩავარდნამ პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და მმართველი პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარეებთან, რათა სწორი გამოსავალი მოიძებნოს.

„მე შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობას. მომხდარმა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა. კანონპროექტის ჩავარდნამ სწორედ ეს დაგვანახა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარეებთან, რადგან ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველი პარტიის ლიდერთან. კონსულტაციები გაგრძელდება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ასევე ჩემ კოლეგებთანაც“, - ამბობს კარლ ჰარცელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics