14:18 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 14:03:40, 1065 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე: დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანა ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა

„დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რომლის ფასსაც გადაიხდის მთელი საქართველო.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რას უშვება ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს, მათივე წევრებს, ვინც რამეში არ ეთანხმება. როგორც კი დათო ჭიჭინაძემ დაიწყო  ირაკლი კობახიძის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, როგორც კი ეკა ბესელიამ დაიწყო მოსამართლეების სიის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და ამაზრზენად მოექცნენ მასთან მიმართებაში. როდესაც სხვა დეპუტატებმა დაიწყეს რაიმეს გაკეთება ზოგი სუსში დაიბარეს და ზოგიც უმრავლესობიდან გარიცხეს. ამიტომ , ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორ ექცევა ივანიშვილი და უმრავლესობა მისთვის არასასურველ დეპუტატებს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ მწვანე შუქი და ისინი გამოდიოდნენ უმრავლესობის დროით. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო, მაგრამ ამ ტყილის ფასი უნდა გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ“. დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში და დავდექით ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics