08:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 17:46:10, 1730 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებას

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და  აღნიშნა, რომ მომავალ წელს დასრულდება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგების მიმართულებით.

მისი თქმით, წყლის პროექტების მიმართულებით 2020 წელს დასრულდება  ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ზუგდიდის, აბაშის, ურეკის, ქუთაისის, ფოთის, ჭიათურისა და ჯვრის წყლის სისტემები.

„მომავალ წელს გაგრძელდება ხაშურის, მარნეულის და გუდაურის წყლის პროექტები. ასევე, გაგრძელდება მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა მცირე წყალმომარაგების პროექტების მიმართულებით. ჯამში, დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24- საათიან წყალმომარაგებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics