|
2019-11-13 12:24:27, 1309 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ
„ჩემთვის რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც კანონპროექტს კენჭისყრისას მხარს არ დაუჭერს, რააღაც ფორმით უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგე უმრავლესობის წევრების რაოდენობა არ არის იმდენი, რომ კანონპროექტის მიღებას პრობლემა შეექმნას. „სარეიტინგო არ ჩავატარეთ, არ დავუჭირეთ ამას მხარი, ვინაიდან ჯერ განხილვები არის წინ, როგორც ვითარება უჩვენებს საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას რა რაოდენობითაც არის ოპოზიცია წარმოდგენილი. ჩემთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის, ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერენ კენჭისყრის დროს, რაღაცა ფორმით უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ. მე შევეცდები, რომ ეს არ დავუშვათ. გუნდს უსმენს ბიძინა ივანიშვილი და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92-მა ხელმომწერამ დაადასტურა“, - განაცხადა ვოლსკმა. შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)