|
2019-11-12 16:02:55, 1705 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე: უროები და მაკრატლები რომ ჰქონდეთ ეკლესიებს დაანგრევდნენ და მღვდლებს გაკრეჭდნენ
„უროები და მაკრატლები რომ ჰქონდეთ ეკლესიებს დაანგრევდნენ და მღვდლებს გაკრეჭდნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრა სცადა, თუმცა მათ მიერ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. „მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, მათი წარუმატებლობით. ახლა ცდილობდნენ შეჭრას ეკლესიაში და ეს მცდელობაც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაციას, რომელიც გვახსოვს გასული საუკუნის დასაწყისიდან, ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. მათ რომ ჰქონდეთ ხელში უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭვას, თუმცა დღეს აქვთ სხვა იარაღი და ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ, რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)